21-02-2024
მასშტაბური კამპანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით,პირველად საქართველოში,თბილისში, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 180-მდე ინფლუენსერი ეწვია დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ციფრული კონფერენცია TRAVERSE-ის ფარგლებში ინფლუენსერებმა თბილისში, მესტიაში, გუდაურში და სხვა ადგილებში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.
„საქართველომ პირველად უმასპინძლა საერთაშორისო ციფრულ პლატფორმას, ტრავერსის კონფერენციას. 180-ზე მეტი ინფლუენსერი, რომელიც ბლოგებს, პოსტებს ამზადებს მოგზაურობისა და ტურიზმის შესახებ საქართველოს ეწვია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, სხვადასხვა პლატფორმებზე, საქართველოს შესახებ სტატიებმა და პოსტებმა მოიცვა სოციალური ქსელები. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებები შედეგს გამოიღებს. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ცნობადობა მსგავსი აქტივობებით ამ ქვეყნებში და ზოგადად მსოფლიოში მუდმივად იზრდება“,-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
მსოფლიოში ცნობილ მოგზაურ ბლოგერებს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ. ინფლუენსერები საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელებში ბლოგებს, პოსტებსა და სთორებს ამზადებენ, რომელსაც ათობით მილიონი მომხმარებელი ეცნობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე.
„მე ბლოგერი ვარ ავსტრიიდან და ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე დიდი აუდიტორია მაქვს, სოციალურ ქსელებში 1.6 მილიონი გამომწერი მყავს. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით, ძალიან თბილი მასპინძლობა და მეგობრობა იცით ქართველებმა. ქართული კერძები საოცარია. ავსტრიაში თოვლიანი მთები გვაქვს, მაგრამ ძალიან მომეწონა ყაზბეგი, გუდაური. საოცარი ადგილები გაქვთ. მე გავუზიარებ ჩემს ავსტრიელ, გერმანელ და შვეიცარიელ გამომწერებს აქ მიღებულ შთაბეჭდილებებს და ვეტყვი როგორი ლამაზია საქართველო“,-ამბობს ლინდა ლაიმი ინფლუენსერი ავსტრიიდან.
კონფერენციის განმავლობაში წარმატებულმა ინფლუენსერებმა მონაწილეებს მსოფლიო ტრენდების შესახებ ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს.
„ტრავერსის ჯგუფმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად საქართველო ავარჩიეთ. ადმინისტრაციამ გვაჩვენა თუ როგორი ლამაზი ქვეყანაა, ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოში, როგორც საუკეთესო ტურისტულ ადგილას ჩამოგვეყვანა ბლოგერები და გაგვემართა სამოგზაურო კონფერენცია. ჩვენ მოვიწვიეთ პროფესიონალი ვიდეოგრაფები, ფოტოგრაფები, ბლოგერები. საქართველოში ძალიან დიდი სითბო ვიგრძენით, ისე გვეპატიჟებიან როგორც ოჯახში. გამორჩეული კულტურის ქვეყანაა. წელს ძალიან ბევრ ადამიანს ისეთ ადგილას სრულს მოგზაურობა სადაც აქამდე არ ყოფილა. ვფიქრობ საქართველოთი ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება“,-აცხადებსლეია მანდელეი ტრავერსის ორგანიზატორი და ბლოგერი.
ლონდონში დაფუძნებული TRAVERSEეხმარება გლობალურ ბრენდებსა და ტურისტულ ჰაბებს ციფრული პროექტების განვითარებაში. კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ინფლუენსერები (ბლოგერები, YouTubers, Instagrammers, Tik Tokers და ვიდეოგრაფები და ა.შ).