21-02-2024
გვარამია ამბობს, რომ გახარიასთან გაერთიანდება, თან "ნაცი" არ არის, მაგრამ "ნაცებთან" გაერთიანდება - აი ასეთი უცნაური სქემა მარტო იმაზე მიუთითებს, რომ უბრალოდ, ამომრჩეველს ატყუებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რთულია ვინმემ დაიჯეროს, რომ ნიკა გვარამია "ნაცი" არ არის, ვინაიდან ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც გვარამია მიხეილ სააკაშვილის გამო მიტინგზე ტიროდა.
"არ მჯერა, რომ ვიღაცამ შეიძლება დაიჯეროს, რომ ნიკა გვარამია არ არის ნაცი, იმ გაგებით, რომ მიშას მიმართ არ არის ლოიალური - როგორ შეიძლება ეს წარმოვიდგინოთ? ადამიანი მიშას გამო ტიროდა მიტინგზე, მთავარი პროპაგანდისტი იყო მიშასი და არ ვიცი რა უნდა ქნას გვარამიამ. შეიძლება ადამიანი შეიცვალოს, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამას ხომ წლები სჭირდება. ასეთი სიტუაციიდან რომ გამოხვიდე და უარყო მიშა ბოლომდე, ალბათ ბევრი წელი სჭირდება და ასე თქვა რამდენიმე თვეში, რომ აღარ ვარ ნაციო, ამას მგონი არავინ დაიჯერებს" - განაცხადა რაქვიაშვილმა.