გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
საქართველოში ირანელების მომრავლებით ირანის პარლამენტიც შეშფოთდა

19-09-2018

„ირანელების მომრავლებამ საქართველოში თვით ირანის პოლიტიკური წრეების ყურადღებაც მიიპყრო“-ამის შესახებ ამერიკული გამოცემის, «Al-Monitor»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.


„ირანის პარლამენტის წევრმა მეჰრად ლაჰუთიმ შეშფოთება გამოხატა, რომ ირანის მოქალაქეები ინვესტიციების ჩადებას, სამშობლო ქვეყნის ნაცვლად, საქართველოში ცდილობენ“-განაგრძობს გამოცემა.


ადგილობრივი მასმედიის ცნობით, 26 აგვისტოს დეპუტატს ასე უთქვამს: „ადრე ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ინვესტიციებს მხოლოდ მდიდარი ირანელები დებდნენ, ახლა ამას თითქმის ყველა [ფენის წარმომადგენელი] აკეთებს. რამდენიმე დღის წინ ქიმწმენდაში ვიყავი და მფლობელმა მითხრა, საქართველოში სახლი ვიყიდეო“-ციტირებს სტატიის ავტორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30