21-02-2024
დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდე პარტნიორობა ჩვენს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაღრმავება და ყველაფერს გაკეთდება იმისათვის, რომ ამ კუთხით იყოს მაქსიმალური პროგრესი.
„გაგრძელდება რა თქმა უნდა კონსულტაციები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაღრმავება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ კუთხით გვქონდეს მაქსიმალური პროგრესი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი. ამ ეტაპზე არის რთული ვითარება, ვიდრე გრძელდება ომი უკრაინაში, ინტეგრაციის კუთხით არის რთული. არ არის დღეს მომწიფებული ვითარება იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ და ყველაფერი უნდა შევამზადოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, როცა ამისათვის შესაბამისი პირობები მომზადდება, ჩვენ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, პრინციპული გადაწყვეტილება სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის", - განაცხადა პრემიერმა.