21-02-2024
„ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება წინარევოლუციურ პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
ქადაგიძის თქმით, სააკაშვილის გარშემო სულელების დოღია და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდი მასშტაბის იდიოტი გამოჩნდება.
„გაათავისუფლეთ მიშა, რომ რევოლუციურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობაო…
მდაა, კლინიკაა რა…
ბატონო თემურ, რა საჭიროა რევოლუცია, დაპირისპირება და დაძაბულობა, არ ჯობია “ქართულმა ოცნებამ” საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ისე გადააბაროს ხელისუფლება მიშას?!
სულელების დოღია სააკაშვილის გარშემო და ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო დიდი მასშტაბის იდიოტი გამოჩნდება.
ისე, სანამ თქვენ რევოლუციას მოაწყობთ, “ვირი ხეზე გავაო” - ძველებს უთქვამთ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.