გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ყაზახეთის შს მინისტრი: ქართული პოლიციის რეფორმის გზით წასვლას არ ვაპირებთ

19-09-2018

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ყალმუხანბეთ კასიმოვის განცხადებით, ყაზახეთში დაგეგმილი საპოლიციო რეფორმა მხოლოდ ქართული გზით არ განხორციელდება, თუმცა ყაზახი მინისტრი დასძენს, რომ ის, რაც ქართული რეფორმის მოდელში კარგი იყო, მათ უკვე აიღეს.


"ჩვენ ქართული პოლიციის რეფორმის გზით არ წავალთ. რაც კარგი იყო, მისგან უკვე ავიღეთ - ჩავედით საქართველოში, ვნახეთ, შევისწავლეთ და რაც გვჭირდებოდა, ის დავნერგეთ კიდეც. მარტო საქართველოზე არ შევჩერებულვართ - ვიყავით გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში...


იცით მაინც რით გამოიხატება ქართული რეფორმა? ამბობენ, რომ ქართველებმა ერთ დღეს ყველა პოლიციელი გაათავისუფლეს და ახლები მიიღესო. არა, ასე არ ყოფილა. მათ ხელი არ ახლეს გამოძიებას, კრიმინალურ პოლიციას, გაათავისუფლეს მხოლოდ საგზაო პოლიციისა და სხვა სტრუქტურების თანამშრომლები. 2004 წელს, როცა საქართველოში რეფორმა დაიწყო, 80 ათასი პოლიციელი იყო 3,6 მილიონიან ქვეყანაში. მათ ეს რაოდენობა 20 ათასამდე დაიყვანეს, მაგრამ ხელფასებიც იმავდროულად პრაქტიკულად 10-ჯერ გაზარდეს. ბუნებრივია, ბევრი ახალი თანამშრომლიც მიიღეს", - განაცხადა ასტანაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ყაზახეთის შს მინისტრმა ყალმუხანბეთ კასიმოვმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930