23-02-2024
„გუშინ დაუმსახურებელი იგნორით ვუპასუხეთ საქართველოს პარლამენტში ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერის "მარგალიტის მაძიებლების" ქავერს, განსაკუთრებით დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ შესრულებული არიის ნაწილში“,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მის თქმით, ოპოზიციის მხრიდან წუხილი: მიგრაციაზე, უმუშევრობაზე თუ არასაკმარის სოციალურ პაკეტებზე თეატრალურად და დრამატულად ჟღერს.
„სტატუსი "ელიტარული ძაღლებისა და კატების" ფბ-ჯგუფიდან: "შეიძლება წითელ ხიზილალიან ბლინში ჩემი ჩი-ხუა-ხუასთვის ცოტა კარაქიც რომ დავამატო?"
კომენტარი: "ამოწყდით, ნაძირლებო!"
გუშინ დაუმსახურებელი იგნორით ვუპასუხეთ საქართველოს პარლამენტში ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერის "მარგალიტის მაძიებლების" ქავერს, განსაკუთრებით დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ შესრულებული არიის ნაწილში.
დეპუტატი წუხდა, რომ კერძოდ მისი პარტიის ბიუჯეტი ჯერ კიდევ ჩამორჩება რუსეთის "ეძინაია რასიას" თუ ამერიკის "დემოკრატიული პარტიის" დაფინანსებას, ამიტომაც უწევთ ხან "მარიამის ღრმულში" (©ქემოკლიძე), ხან "შავ ხვრელებში" (©დეკანოიძე) დამატებითი "მარგალიტების" მაძიებლობა.
რაქვიაშვილმა თავის "არიაში" ფაქტიურად აღიარებითი ჩვენება მოგვცა: "დიახ, საერთაშორისო ფონდებისა და გრანტების მეშვეობით გვიწევს ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობის დამატებითი კომერციალიზაცია, აბა პამპერსებით ვაჭრობას დეპუტატს კანონი უკრძალავს, ხოლო პარტიების დაფინანსების მოქმედი წესი ჩვენთვის კოშმარულია".
გვიახლოვდება იმ ეროვნული კანონის წინააღმდეგ გალაშქრებული კოლექტიური დემარშის წლისთავი, რომლითაც სწორედ რომ რაქვიაშვილის "არიის ლიბრეტო" უნდა გამოაშკარავებულიყო - მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც ქართული პარტიების პირდაპირ საზღვარგარეთიდან დაფინანსების ფაქტებს გამჭვირვალეს გახდიდა.
თორემ საზღვარგარეთელი აგენტოკრატების საკრედიტო ბარათების "პინ-კოდებზე" მიბმული ჩვენი ოპოზიციონერების მხრიდან განსაკუთრებით თეატრალურად და დრამატულად ჟღერს მათი საკუთარ ამომრჩეველზე "პოლიტიკური წუხილი და ზრუნვა": მიგრაციაზე, უმუშევრობაზე თუ არასაკმარის სოციალურ პაკეტებზე. გინდა არ გინდა, ეგრევე პროლოგში მოყვანილი კომენტარი გაგახსენდება...“,- წერს ქართველიშვილი.