გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: საქსტატის კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაზრდილია, რაც ასახულია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლებში

19-09-2018

 ექსპერტის, ოთარ ანგურიძის განცხადებით საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით საქართველოს ეკონომიკა გაზრდილია.

ეს განცხადება მან იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვის შეფასებისას გააკეთა.


„საქსტატის მოცემული კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაზრდილია, რაც ასახულია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლებში“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.


ამასთან მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი სასაქონლო ჯგუფები უცვლელად არის წარმოდგენილი მნიშნელოვანია დაჩქარდეს ეკონომიკური რეფორმები, რათა მივიღოთ ეკონომიკის სწრაფი სტრუქტურული ცვლილებები.


„განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამავე პერიოდში გაზრდილია ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და შეადგინა 445,8 მლნ აშშ დროლარი, ზრდა ფიქსირდება 11,4%-ით. ხოლო იმპორტმა შეადგინა 1,75 მლრდ აშშ დოლარი და გაიზარდა 21,4%-ით. მთლიანობაში ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობამ 2,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.


იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 8,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა და დაფიქსირდა 22,6%-ით მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სადაც ექსპორტმა შეადგინა 2,14 მლრდ აშშ დოლარი და დაფიქსირდა 27,1%-იანი ზრდა, ხოლო იმპორტი 5,95 მლრდ აშშ დოლარი, ზრდა - 21%. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია სუფთა ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 13,5%-ით.


შედარებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობისას. იანვარ-აგვისტოში ექსპორტმა შეადგინა 1 მლრდ აშშ დოლარი და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51,3%-ით. ხოლო იმპორტმა შეადგინა 1,74 მლრდ აშშ დოლარი და გაიზარდა 23,7%-ით. ჯამურად დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 2,77 მლრდ აშშ დოლარი.


შესაბამისად, გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან. თურქეთი (1,1 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (880 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთი (727 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (667 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა (433 მლნ აშშ დოლარი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930