გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: მაშინ როდესაც აშშ-ში მსჯელობენ საქართველო-აშშ შორის სტრატეგიული პარტნიორობით ნაგულისხმევ სიკეთეებზე, ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა დაუწესა

26-02-2024

„მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მსჯელობენ საქართველო-აშშ შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, ვიზების გამარტივებასა და სტრატეგიული პარტნიორობით ნაგულისხმევ სიკეთეებზე, რეალური პარტნიორობა გამოიხატება ასე -ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა დაუწესა“- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჩინეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სტრატეგიული პარტნიორობა, წინაპირობებისა და ურთიერთობებში ჩადებული “ნაღმების” გარეშე ურთიერთობას ნიშნავს.

 

„მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მსჯელობენ, საქართველო-აშშ შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, ვიზების გამარტივებასა და სტრატეგიული პარტნიორობით ნაგულისხმევ სიკეთეებზე, რეალური პარტნიორობა გამოიხატება ასე - ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა დაუწესა.

 

სტრატეგიული პარტნიორობა, წინაპირობებისა და ურთიერთობებში ჩადებული “ნაღმების” გარეშე ურთიერთობას ნიშნავს. თანაბარუფლებიანობა, პატიოსანი თამაშის წესები და თანაბარი პირობებია ის ურთიერთობა, რასაც საქართველო მოითხოვს ყველა პარტნიორისაგან. დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა! P.S. წარსულს უნდა ჩაბარდეს, საქართველოს მიმართ ის “ბატონ-ყმური” ურთიერთობა, რომელსაც ზოგიერთი “უფროსი ძმა” მიეჩვია. ევროკავშირი დროულად მიხვდა და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ჰო და ახლა, სხვებიც უნდა გადავაჩვიოთ!“-წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930