გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: დღეს 21-ე საუკუნეა, "შაშკებით" აღარავინ იბრძვის, სხვა მეთოდებია, ამიტომ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ თანამედროვე ბოლშევიკების მიმართ

26-02-2024

დღეს 21-ე საუკუნეა, "შაშკებით" აღარავინ იბრძვის, სხვა მეთოდებია, ამიტომ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ თანამედროვე ბოლშევიკების მიმართ, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიბრძოლოთ ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესებისთვის, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საუკუნის წინ რუსულ არმიას საქართველოში შემოუძღვნენ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უსამშობლო ადამიანები, ბოლშევიკები, რომელთათვისაც უცხო იყო სამშობლოს ცნება და ეს ყველაფერი შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდი სიფრთხილე გვმართებს ასეთი ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც ეროვნული, თუ სხვაგვარი იდენტობის გარეშე ცხოვრება ცხოვრების უმთავრეს პრინციპად არის ქცეული.

ფოჩხუას თქმით, მოღალატე ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ დღეს გარკვეული პირები არათუ უკადრისობენ უცხო ქვეყნის აგენტობას, არამედ ამაყობენ ამით.

 

 „ისტორია მეორდებაო, ნათქვამია. ამ სიტყვების სისწორე კი ჩვენს დღეებში უკვე ნათლად გამოჩნდა. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს უსამშობლო ადამიანები რუსეთს "შემოუძღვებიან" ქვეყანაში თუ იაპონიას, ღალატი ღალატია. მოღალატე ადამიანები კი ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი რაც დღეს ჩვენთან ხდება, ანუ ამ ხალხისთვის უცხოა სამშობლოს ცნება, ქართული ეროვნული იდენტობა, არა თუ მიუღებელია, ეზიზღებათ, ებრძვიან ყველა მეთოდებით, არ უკადრისობენ უცხო ქვეყნის აგენტობასაც კი, უკადრისობენ კი არა და ამაყობენ ამით. დღეს 21-ე საუკუნეა, "შაშკებით" აღარავინ იბრძვის, სხვა მეთოდებია, ამიტომ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ თანამედროვე ბოლშევიკების მიმართ, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიბრძოლოთ ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესებისთვის“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930