გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უწმინდესი: მოვუწოდებ მღვდელმთავრებს, პოლიტიკური ხასიათის განცხადებებისგან თავი შეიკავონ

19-09-2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბოლო პერიოდში მღვდელმთავრების მიერ გაკეთებულ გამონათქვამებს ეხმაურება, რომლებიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ამა თუ იმ საპრეზიდენტო კანდიდატისკენაა მიმართული.


პატრიარქის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აკეთებს და ამასთან, საჯარო სივრცეში ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს არაკორექტურად მოიხსენიებს.


მოვუწოდებ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან.


მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“-ბრძანებს პატრიარქი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031