გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, გვაქვს მაგალითები, როდესაც უცხოური ფული კანონის გვერდის ავლით ხვდება ქართულ პოლიტიკაში - კლასიკური მაგალითია პოლიტიკური პარტია „დროა“

27-02-2024

სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც კანონის გვერდის ავლით ხდება უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მაჭარაშვილის თქმით, უცხოური ფულის ქართულ პოლიტიკაში გამოყენების კლასიკური მაგალითია პარტია „დროა“, რომლის დამფუძნებელმაც თავად აღიარა, რომ ასევე მისი ენჯეო „დროა“ იღებს დაფინანსებას და შემდეგ პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს.

 

„ძალიან კლასიკური მაგალითია პოლიტიკური პარტია „დროა“ და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“, სხვა პარტიებიც, მაგრამ ამ ორივეს დამფუძნებელმა თავად აღიარა, რომ დიახ, იღებს ენჯეო „დროა“ დაფინანსებას და მერე ამას პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს, რაც ჩვენ ვნახეთ იგივე მოლოტოვის კოქტეილების დამზადებაში და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაში, რადიკალურ პროცესებში და ა.შ.“,– განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031