გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაპუაშვილი ლგბტ-პროპაგანდაზე: შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ამაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერია და საჭიროა ამაზე მკაფიო პოზიცია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ვინაიდან მათი მეშვეობით ხდება ასეთი ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში

28-02-2024

რამდენიმე წლის წინ სასაცილოდ მიგვაჩნდა ასეთი საკითხები, მაგრამ ნელ-ნელა სამწუხაროდ, როგორც ჩანს ის, რაც ჩვენ სასაცილო გვეგონა და ირონიულად ვუყურებდით, ნელ-ნელა ეს რეალობად იქცევა. ჩვენ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ის, რაც რეალობად იქცევა სხვა ქვეყნებში, შემდეგ არის მცდელობა, რომ სხვადასხვა გრანტების მეშვეობით რეალობად იქცეს ჩვენ ქვეყანაშიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აქედანვე ჩვენ მკაფიო ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლგბტ-პროპაგანდაზე საუბრისას განუცხადა.


პაპუაშვილის თქმით, შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ლგბტ-პროპაგანდაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერი არ არის და საჭიროა როგორც საზოგადოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მკაფიო პოზიცია, ვინაიდან მათი მეშვეობით ხდება ასეთი ტიპის ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში.


„ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი ენობრივი სტანდარტები დაადგინოს, გადაწყვიტოს უნდა თუ არა სქესის გამოყენება მიმართვების დროს, ა.შ. და იქ შიგნითაც არის დიდი დისკუსია და უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების მკაფიო პოზიცია იყოს ამასთან დაკავშირებით. მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ არ დაიწყოს ნელ-ნელა რაღაც გრანტების შემოდინება იმისთვის, რომ წახალისდეს საქართველოში სქესის მიხედვით დიფერენციაციის ხაზგასმა, იდეა ეს არის, რომ სქესმა უნდა დაკარგოს თავისი ღირებულება, ადამიანური გაგება, რაც ყოველთვის ჰქონდა, მას შემდეგ რაც ადამიანი არსებობს. დღეს კი შეიძლება გვეცინებოდეს, რომ დედამიწას ვინ აგვიკრძალავს რომ დედამიწა დავუძახოთ, მაგრამ ზუსტად ასე ხდება.


დღესაც ასეთ საკითხებზეა საუბარი, რამდენიმე კურიოზული სიტუაციაც იყო, მაგალითად კანადის პრემიერ-მინისტრმა “mankind” ანუ „კაცობრიობა“ გამოიყენა სიტყვა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რომ „კაცობრიობაში“ სიტყვა „კაცი“ არის მამრობითი სქესი და არ შეიძლება ამ სიტყვის თქმა. სამწუხაროდ ასეთ აბსურდებზე არის სერიოზული მსჯელობა. ჩვენ შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ამ თემაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერი არ არის და საჭიროა ამაზე მკაფიო პოზიცია. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამაზე მკაფიო პოზიცია იქონიონ, ვინაიდან როგორც გვაჩვენებს ჩვენ გამოცდილება, შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ხდება ასეთი ტიპის ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930