გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

1-03-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუსს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა.


საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის სტრატეგიულ და ექსპერტთა დონის ვიზიტებს, სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებას, ასევე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე.


ირაკლი ჩიქოვანმა ბერძენ დიპლომატთან განიხილა, ორმხრივი თანამშრომლობითა და ნატოს ფორმატებით მხარდაჭერილი, სტანდარტიზაციის როლი თავდაცვის დაგეგმვაში. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში საბერძნეთის წვლილი.


შეხვედრას საბერძნეთის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი სტეფანოს ლიკოპულოსი დაესწრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31