გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Politico: სამი ევროპარლამენტარი, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონი ბრიუსელში „ეფესბეს“ გავლენის აგენტს შეხვდა

5-03-2024

რუსული დაზვერვა იყენებს სერბ აგენტს, რათა შეაღწიოს ევროკავშირის ინსტიტუტებში და კრემლის პროპაგანდა გაავრცელოს, - ამის შესახებ Politico დასავლური ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.


სადაზვერვო მონაცემების თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში სერბეთის მოქალაქე ნოვიცა ანტიჩი - აქტიური „გავლენის აგენტი“, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან - ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ გერმანელი ვიოლა ფონ კრამონი („მწვანეები“), იტალიელი ალესანდრა მორეტი („სოციალისტები და დემოკრატები“) და სლოვაკი ვლადიმირ ბილჩიკი („ევროპის სახალხო პარტია“). უცნობია, ჰქონდათ თუ არა ევროპარლამენტარებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნოვიცა ანტიჩი რუსულ „ეფესბესთან“ არის დაკავშირებული.


არსებული ინფორმაციით, ანტიჩი მუშაობს „ეფესბესთან“ დაკავშირებულ პირთან, რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ კალინინთან, რომელიც ონლაინგამოცემა Veteran News-ის მთავარი რედაქტორია. ვებგვერდზე მითითებულია, რომ Veteran News-ი „ეფესბეს“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და სხვა ძალოვანი უწყებების „საინფორმაციო პარტნიორია“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031