გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებულს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა

20-09-2018

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის და განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებული შ.ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნო.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ შ.ა.-ს, რომელიც ქ. გარდაბნიდან სოფელი ქესალოსკენ მიმავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუხდა „ოპელის“ მარკის ავტომანქანით მოძრავ მ.შ.-სთან, რა დროსაც შ.ა.-მ დანით მ.შ.-ს მუცლისა და ბარძაყის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ოთხი ჭრილობა მიაყენა.


სამართალდამცველებმა შ.ა. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ) და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


რუსთავის საქალაქო სასამართლომ შ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930