5-03-2024
სალომე ზურაბიშვილი სრულად არის ჩართული ცესკო-ს და 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის პროცესში, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. საქართველოს კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევ ,,პრეზიდენტს" დაავიწყდა როგორ წარუდგინა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი 2021 წელს პარლამენტს და რომ არა არჩევის (მსოფლიოში არ არსებული 2/3 - 100 ხმა) მოდელი, დღეს არჩეული თავმჯდომარე იქნებოდა, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას სოციალურ ქსელში.
ბოჟაძის განცხადებით, ვერც 2024 წლის და ვერც სხვა არჩევნებს ,,ნაციონალური მოძრაობა" ვერასდროს მოიგებს, რაც ყველაზე კარგად თავად იციან, ამიტომაც ცდილობენ ცესკო-ს და არჩევნების დისკრედიტაციას, რასაც განხორციელება არ უწერია. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული გეგმის ხელშეწყობისთვის დაადო ვეტო ზურაბიშვილმა კანონში შესატან ცვლილებებს.
"სალომე ზურაბიშვილი სრულად არის ჩართული ცესკო-ს და 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის პროცესში, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. საქართველოს კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევ ,,პრეზიდენტს" დაავიწყდა როგორ წარუდგინა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი 2021 წელს პარლამენტს და რომ არა არჩევის (მსოფლიოში არ არსებული 2/3 - 100 ხმა) მოდელი, დღეს არჩეული თავმჯდომარე იქნებოდა. 2021 წლის ძალიან პრინციპული, მნიშვნელოვანი და ტექნიკურად ყველაზე რთული არჩევნები სწორედ გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა, არჩევნები, რომელიც ეუთო-მ(ძალიან იშვიათი გამონაკლისია ადგილობრივი არჩევნების დაკვირვება ეუთო-ს მიერ), სხვა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა მაღალ დონეზე შეაფასეს, როგორც კარგად ორგანიზებული, თავისუფალი და სამართლიანი პროცესი.
2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, 2021 წლის არჩევნების შედეგები არ გაუპროტესტებია ოპოზიციას და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შევიდნენ 64-ე მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 4 მათგანში აქვთ უმრავლესობა და 1 მერი არის ოპოზიციონერი. შედეგები არ გაუპროტესტებიათ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მინიმალური იყო საჩივრების რაოდენობაც, არც პარალელური დათვლა(PVT) გაუყალბებია ISFED-ს, არც ,,კრიტიკულმა მედიებმა" გააყალბეს ეგზიტპოლის შედეგები და შესაბამისად ,,ქართული ოცნების" მიერ 43% მეტის აღების გამო აღარ დაინიშნა პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები.
ასეთი ორგანიზებული და ფუნქციურად გამართული ცესკო არასდროს ყოფილა, ყველა დონის კომისიაში 17 წევრიდან 8 წევრი ჰყავს ოპოზიციას, აქტიურად მიმდინარეობს არჩევნებში ჩართულ მხარეთა და ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია, 2015 წლიდან არაერთხელ ჩატარებული წარმატებული საპილოტე პროექტების შემდეგ 2024 წლის არჩევნები ჩატარდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.
2021 წელს, მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს აღარ წარუდგინა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა, დასახელდა სრულიად აუხსნელი და გაუგებარი მიზეზი, თუმცა გაუგებარი არც არაფერია: ცესკო-ს არ უნდა ჰყავდეს არჩეული თავმჯდომარე, არჩევნებთან ახლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ,,ვეღარ' უნდა შეძლოს. მუშაობა და ცესკო-ს, თავმჯდომარის პარტიული მოადგილე, ,,ლელო' -ელი გიორგი სიორიძე უხელმძღვანელებს. სწორედ ამ გეგმის ვერ განხორციელებას ემსახურება ის ცვლილებები რომელიც ,,საარჩევნო კოდექსში" შევიდა, სწორედ ამ ცვლილებებს დაადო ვეტო ქალბატონმა სალომემ, თუმცა ვეტო აუცილებლად დაიძლევა, დაიძლევა რადგან ეს ჭირდება ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, საქართველოს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს.
2024 წელს ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, სრულად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით აირჩევს პარლამენტს, პარლამენტს სადაც ვეღარ მოხვდებიან ,,ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პარტიები, ხოლო ომის და ღალატის პარტია მინიმალურად იქნება წარმოდგენილი, რადიკალური ოპოზიციას გარდაუვალი მარცხი ელოდება. ვერც 2024 წლის და ვერც სხვა არჩევნებს ,,ნაციონალური მოძრაობა" ვერასდროს მოიგებს, ეს ყველაზე კარგად თავად იციან, ზუსტად ამიტომ შეიმუშავეს და ცდილობენ განახორციელონ ცესკო-ს და არჩევნების დისკრედიტაციის გეგმა, გეგმა, რომელსაც შესრულება არ უწერია.
2024 წლის 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს საქართველო, ქართველი ხალხი და ,,ქართული ოცნება"!" - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.