20-09-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მუხიანის I, II მიკრორაიონების, მუხიანის „ა“ და „ბ“ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, მუხიანის ნაკვეთების, სოფელი გლდანის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის გასასვლელის, ბაგების, წერეთლის გამზირის(ნაწილობრივ), მახათის მთის (ნაწილობრივ), ქვალონის, თვალჭრელიძის, ცაიშის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, მიქელაძის, ყიფშიძის, აბულაძის, ნინო რამიშივლის, ირაკლი აბაშიძის, ჟვანიას, იმედაძის, გაბაშვილის, ირაკლი უჩანეიშვილის, თავხელიძის, მეფე არჩილის, ხევძმარის, დუმბაძის, გობრონიძის, შენგელიას, გრემის, კალოუბნის, ლეჩხუმის, თერჯოლის, ავალიშვილის, ვარდისუბნის, 26 მაისის, ბუხაიძის, ბერიაშვილის, აბაშვილის, სვანეთის, გურამიშვილის, ალავერდის, გორგულის, ჯვარისის, რომის, შემოდგომის, იასამნის, სამეგრელოს, ხრესილის, რაჭის, ვანის, არტანუჯის, გომბორის, ტაძრის, ფირცხალავას, განთიადის, საჩხერის და ყვარლის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10:30 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის, არალეთის, გურამიშვილის, ერწოს, ხევისუბნის, თოფურიძის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ნიკო მარის, ლიკანის, ჩაქვის, ჯანელიძის, წიკლაურის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე დელისის III ქუჩის, დელისის, ნუცუბიძის, ნადარეიშივლის, გაზაფხულის, ინტენსიფიკაციის, ანჯაფარიძის, ჯებაშვილის, კამანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 14 საათამდე ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, მარჯანიშვილის, დოდო აბაშიძის, უშანგი ჩხეიძის, უზნაძის, გრანელის და ლენტეხის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 14 საათიდან 18 საათამდე კერესელიძის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლები.