გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ამერიკაში საარჩევნო წელიწადს, როცა მშობელი N1 გენდერულად ნეიტრალურ შვილს არ აიყვანს ხელში, „ფორმულას“ მედია აქტივობები, დამიჯერეთ, არავის აინტერესებს

5-03-2024

აშშ-ში „ფორმულას“ ლობისტობისთვის განკუთვნილი ტრანშების რეალურ საფუძველსა და მიზნობრიობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქართველიშვილმა განაცხადა, ამ თანხის მიზნობრიობაში იკითხება, რომ დაფინანსება გამიზნული იყო „ფორმულას“ მედია-აქტივობების შესახებ ამერიკაში ტელეკომპანიის ცნობადობის ასამაღლებლად. რეალურად კი, ქართველიშვილის თქმით, ტრანში ემსახურება კეზერაშვილისათვის კრიმინალური სარჩულის მოხსნას და საქართველოზე დეზინფორმაციის გავრცელებას.


„ეს არის მეორე ლობისტური ტრანში. პირველ, ნახევარმილიონიან ტრანშზე ინფორმაცია გაჟღერდა შარშან და მაშინ, ამ თანხის მიზნობრიობაში ჩვენ ამოვიკითხეთ ის, რომ დაფინანსება გამიზნული იყო „ფორმულას“ მედია-აქტივობების შესახებ ამერიკაში ტელეკომპანიის ცნობადობის ასამაღლებლად. მაშინ, თუ არ ვცდები, ტელეკომპანია „ფორმულა" სატელევიზიო რეიტინგებში მეექვსე ადგილს იკავებდა, ამ წლის დასაწყისში მეშვიდე ადგილამდე დავიდა და დღეს უკვე სტაბილურ მერვე ადგილს იკავებს. ანუ, ვერ გაამართლა ამ სულელურმა მიზეზმა. ვერ იმუშავა გადარიცხვამ „ფორმულაზე“, იმიტომ, რომ ის რეიტინგულად ქვემოთ და ქვემოთ ჩამოდის.


მაგრამ ჩვენ დავინახეთ შემდგომი მოვლენები, რა მოჰყვა ამ გადახდილ ფულს: იყო კეზერაშვილის, როგორც მედიამაგნატის ევრო-რეზოლუციაში შეყვანის მცდელობა, ანუ მოეცილებინათ მისთვის კრიმინალური წარსული და აწმყო და მოემზადებინათ ნიადაგი, რომ რამე რომ მომხდარიყო კეზერაშვილის თავს, მთელ მსოფლიოს გაეგო, რა მორიგ უსამართლობასთან გვაქვს საქმე - დააკავეს ჟურნალისტი და მედიამაგნატი, იმიტომ, რომ წელიწადი არ გადის, რაც ქოლ-ცენტრების გახმაურებულ საქმეზე სერიოზული დამნაშავე პირი არ აიყვანონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და კეზერაშვილის ირგვლივ დამნაშავე პირების წრე ვიწროვდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ბოლო-ბოლო გავიდნენ ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფების მთავარ მოქმედ პირზე.


ამიტომ გახდა საჭირო კიდევ ერთი ნახევარი მილიონის დახარჯვა იმისთვის, რომ ამერიკაში ამ საარჩევნო წელიწადს, ისეთ ვითარებაში, როცა მშობელი N1 გენდერულად ნეიტრალურ შვილს არ აიყვანს ხელში, რომ დაინტერესებულიყო ამერიკული საზოგადოება „ფორმულას“ გარშემო მედია-აქტივობებით.


რეალურად კი, მიდიოდა ამ გადახდილი ფულის საფასურად საქართველოზე დამახინჯებული, დესტრუქციული და რადიკალური განცხადებების ტირაჟირება, რომლებიც, სულ რომ სიმართლე ელაპარაკათ, წელს ამერიკაში, დამიჯერეთ, არავის აინტერესებს. ეს იგივეა, რომ CNN-ზე კეზერაშვილმა ნახევარსაათიანი სიუჟეტი შეუკვეთოს წალენჯიხაში მიმდინარე მუნიციპალურ პროექტებზე,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930