6-03-2024
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის საკითხები.
თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნატო-ს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხს. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |