გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადახლოზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

7-03-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 10 095 ცალი, სხვადასხვა ჯიშის მცენარე აღმოაჩინეს.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 460.5 ლარი შეადგინა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, 11 460.5 ლარით (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 %-ის ოდენობა) დაჯარიმდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728