გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას არ სჭირდება მოწოდება, ისედაც LGBT პროპაგანდით არიან დაკავებულნი; რაც შეეხება მათ უცხოელ ლობისტებს, დიდი გარისკვა იქნება მათგან, თუკი კვლავ ქართული საზოგადოების ნების წინააღმდეგ წავლენ

11-03-2024

"ჩვენი თავი რომ ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს", ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით და ეს დღესაც ძალაშია, რასაც გონიერი საზოგადოების დიდი ნაწილი თავადვე დაიცავს" - ამ სიტყვებით პასუხობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში „თბილისი პრაიდის” მუქარას აქციების მოწყობის თაობაზე.

 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ძალაუფლებისთვის მებრძოლი ძალები საქართველოში ცეცხლს ეთამაშებიან და ეს ცეცხლი არა ხელისუფლება, არამედ, თავად ქართველი ხალხი იქნება.

 

„თბილისი პრაიდი” მარტის აქციების განმეორებას გვიანონსებს და ოპოზიციურ პარტიებს მათ ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციას არ სჭირდება მოწოდება, ისედაც LGBT პროპაგანდით არიან დაკავებულნი. რაც შეეხება მათ უცხოელ ლობისტებს, დიდი გარისკვა იქნება მათგან, თუკი კვლავ ქართული საზოგადოების ნების წინააღმდეგ წავლენ. ძალაუფლებისთვის მებრძოლი ძალები საქართველოში ცეცხლს ეთამაშებიან და ეს ცეცხლი არა ხელისუფლება, არამედ, თავად ქართველი ხალხი იქნება.

 

უსამშობლოებმა შარშან, გამჭვირვალობის კანონი წაუკითხავად გააპროტესტებინეს საზოგადოების ერთ ნაწილს და დღეს LGBTპროპაგანდის აკრძალვის კანონის გაპროტესტებას აპირებენ. პასუხგაუცემლად ორივეჯერ მათი მიზანი საზოგადოების მტრობაა. ერთ შემთხვევაში უარი თქვეს, რომ ხალხს მეტი სცოდნოდა გარე დაფინანსებაზე, მეორე შემთხვევაში კი, ბინძურ პროპაგანდას სოციალური თემატიკით უპირისპირდებიან და უდიდესი კულტურისა და ტრადიციების საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ, თითქოს მათ ეს არ აინტერესებთ და მხოლოდ „გასტრონომიული დარდები" აწუხებთ. ეს იმ გეგმის ნაწილია, რაც საქართველოს მეორად ქვეყნად ქცევას ემსახურება, სადაც ბიომასად ქცეული, ღირსებააყრილი საზოგადოება მორჩილებისთვის არის განწირული. "ჩვენი თავი რომ ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს", ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით და ეს დღესაც ძალაშია, რასაც გონიერი საზოგადოების დიდი ნაწილი თავადვე დაიცავს," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930