გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: მიხეილ სარჯველაძე მართლაც წარმატებული მინისტრი იქნება - ახასიათებს ნებისმიერი საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება

11-03-2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძის დანიშვნას სოციალურ ქსელში აფასებს.


მისი განცხადებით, სარჯველაძეს საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება ახასიათებს, ამის გარდა, მას მენეჯერული გამოცდილებაც გააჩნია.


"ახალ ჯანდაცვის მინისტრს, წარმატებებს ვუსურვებ! ამ ადამიანს გარდა იმისა, რომ შესანიშნავი განათლება გააჩნია, ახასიათებს ნებისმიერი საქმისადმი საკმაოდ სერიოზული მიდგომა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება. ახლა ამ ყველაფერს მის მენეჯერულ გამოცდილებასაც თუ დაუმატებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ბატონი მიხეილ სარჯველაძე მართლაც წარმატებული მინისტრი იქნება" - წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031