გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა პროფესიული უნარების სააგენტოს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

13-03-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან და პროფესიული უნარების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელ ირინა მარგიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სააგენტოს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 

მხარეებმა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების კუთხით საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან არსებული ერთობლივი პროექტები კვლავ გაგრძელდება და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

გიორგი ამილახვარის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება და მათ პერმანენტული ხასიათი ექნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30