13-03-2024
ფასები ყველას აწუხებს, ნებისმიერი ოჯახის წევრს აწუხებს ფასების ზრდა, მაგრამ საქართველომ მოახერხა დასტაბილურება, იმგვარად, რომ ამ თვეში საერთოდ ნული გვაქვს ინფლაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ ორი კრიზისის, ომების და პანდემიის ფონზე 6%-ზე შეინარჩუნოს ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 8,4% იყო. “ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი იყო და არის 6%, „ნაცების“ დროს იყო 8,4%, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ გადავიარეთ ორი კრიზისი, როცა რეგიონში არის ორი ომი და 3 წლის განმავლობაში კოვიდ-პანდემია გვქონდა, ასეთ რთულ პერიოდშიც კი ჩვენ შევძელით, საბოლოოდ წლიური ინფლაცია ყოფილიყო 6%, რაც ასევე კარგი კი არ არის, ცუდია და აწუხებს მომხმარებელს, მაგრამ „ნაცები“, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ როზნერის დავალებით და ლგბტ თემის გადასაფარად, თურმე მათი იყო 8,4%, თან ასეთი გამოწვევები მათ დროს არ ყოფილა. ეს არის ჩვენი პასუხი, მარტივი, ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ კარგია ფასების ზრდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ და ვახერხებთ ორი კრიზისის, ომების და პანდემიის ფონზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაინც 6%-ზე შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. როცა 10 და 15 პროცენტი იყო ინფლაცია, მაშინ არ გახსენებიათ და ახლა გაახსენდათ ნულზე რომ ჩამოვედით პრაქტიკულად, ეს არის ჩვენი პასუხი მათ სპეკულაციაზე, თორემ ფასი ყველას აწუხებს, ყველას ოჯახის წევრს დაუწუწუნია იმაზე, რომ რაღაც ღირს უფრო ძვირი, ვიდრე აქამდე ღირდა“ , - განაცხადა მდინარაძემ.