გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: "ხალხის ძალამ" კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ადამიანები, რომლებიც თვალის დაუხამხამებლად ჰყიდიან იმას, რაც სინამდვილეში არ გააჩნიათ და რომელსაც ჰქვია სინდის-ნამუსი

13-03-2024

"ხალხის ძალამ" კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ადამიანები, რომლებიც გამოხრული ძვლის გადმოგდების მოლოდინში თვალისდაუხამხამებლად, ჰყიდიან იმას, რაც სინამდვილეში არ გააჩნიათ და რომელსაც ჰქვია სინდის-ნამუსი! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს იქნება ბოლო წვეთი და "ხალხის ძალა“ 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოითხოვს.


გვენეტაძის თქმით, იმდენად დახურდავებულნი, "დავერბოვკებულნი" და ლაგამამოდებულნი ჰყავთ გლობალური ომის პარტიიდან დამკვეთებს ოპოზიცია, რომ უცხოთა თითების დატკაცუნებაზე დღეს ერთს აყვირებენ, ხვალ მის გამომრიცხავ მეორეს.


"ხალხის ძალამ" კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ადამიანები, რომლებიც გამოხრული ძვლის გადმოგდების მოლოდინში თვალის დაუხამხამებლად, ჰყიდიან!

იმას რაც სინამდვილეში არ გააჩნიათ და რომელსაც ჰქვია სინდის-ნამუსი!


იმდენად დახურდავებულნი, "დავერბოვკებულნი" და ლაგამამოდებულნი ჰყავთ გლობალური ომის პარტიიდან დამკვეთებს ეს გასაცოდავებულნი, რომ უცხოთა თითების დატკაცუნებაზე დღეს ერთს აყვირებენ, ხვალ მის გამომრიცხავ მეორეს აბღავლებენ, ხოლო ზეგ საკუთარი თავისვე არარაობად წარმომდგენ მესამეს აკივლებენ!


და ასე საქართველოს ღალატ-ღალატ გადის ამათი სიცოცხლის დღენი...


შემთხვევით არ იყო, რომ ამ განცხადებაში ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთმა კითხვაზე:


კი მაგრამ თქვენ არ იყავით როდესაც ამბობდით ჰიტლერს, რომ ისეთი პროპაგანდის მანქანა ჰქონოდა როგორიც სააკაშვილს აქვს "რუსთავი 2", გერმანელებს დღემდე არ ეცოდინებოდათ მეორე მსოფლიო ომში, რომ დამარცხებულნი იყვნენო და დღეს როგორ დიამეტრალურად განსხვავებულს ამბობთო?

პასუხი იყო ასეთი: გუშინ იყო ისე, დღესაა ასე და ხვალ იქნება მასეო!


ამიტომაც ამ ადამიანების მსგავსი უსამშობლოების სახელი ერთია- კოლექტიური უსამშობლო სააკაშვილ-ყორღანაშვილები!“- წერს სოციალურ ქსელში გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930