გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: თავად დასავლელი პარტნიორები საუბრობენ სააკაშვილის ბრალეულობაზე, 2008 წელს სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სარგებელი ენახა რუსეთს

14-03-2024

„მიხეილ სააკაშვილი ასეთი სულელი გგონიათ, რომ მან დაუშვა, თითოს რუსეთს ომს მოუგებდა, ან არ იცოდა ეს რა შედეგს დააყენებდა? სინამდვილეში მან ითამაშა სწორედაც რუსეთი სასარგებლოდ“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან ისაუბრა.


მისი თქმით, 2008 წელს სააკაშვილმა ითამაშა რუსეთი სასარგებლოდ და მისი ქმედებების შედეგად იზარალა საქართველომ.


„მიხეილ სააკაშვილი ასეთი სულელი გგონიათ, რომ მან დაუშვა, თითქოს რუსეთს ომს მოუგებდა, ან არ იცოდა ეს რა შედეგს დააყენებდა? სინამდვილეში მან ითამაშა სწორედაც რუსეთი სასარგებლოდ და „გლობალური ომის პარტიის“ მიზნებისთვის მორგებული გადაწyვეტილებით ზარალი ვინ ნახა? მხოლოდ საქართველომ.


მინდა, გავიხსენო რიჩარდ მაილსის განცხადება, რომელიც მაშინ იყო აშშ-ს ელჩი საქართველოში და ამბობდა - პრეზიდენტ სააკაშვილს რომ მთელი აღჭურვილობა არ ეყიდა, მას არ ექნებოდა უგუნური სითამამე, რომ საქართველო ომში ჩაერთო.


ასევე, კონდოლიზა რაისი ამბობდა - სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებისთვის რუსეთს მისი პროვოცირების უფლება მისცა.


ასევე, გერმანიის მაშინდელი ელჩი ამბობდა, საქართველოს მთავრობამ რუსეთს საქართველოში შეჭრის ხელსაყრელი პირობები შეუქმნაო.


ჯონ მაკკეინი, რომელიც მეგობრობით გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილთან, ამბობდა, რომ საქართველოში სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა კონფლიქტის ინიცირებით.


ნიკოლა სარკოზიმ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია და თქვა ასეთი რამ - მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სიტუაცია დაეძაბა და რუსი დათვი გაეRვიძებინა.


ანუ, თავად დასავლელი პარტნიორები საუბრობენ სააკაშვილის ბრალეულობაზე. 2008 წელს სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სარგებელი ენახა რუსეთს,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930