გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

14-03-2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 28 კომპანია მონაწილეობდა.


გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში,  ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგნლებს და გამოფენის ათეულ ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.


გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის ოთხი პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა: პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის „Meininger“ სტენდთან დეგუსტაციას „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ღვინის მაგისტრები იანეკ შუმანი (Janek Schumann) და კონსტანტინ ბაუმი (Konstantin Baum), ხოლო სამ ღონისძიებას სახელწოდებით „ქართული ღვინის დღე“, ცნობილი ინფლუესერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდნენ.


„დუსელდორფის გამოფენა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ღვინის გლობალური ბაზრისთვის. აქ  თავს იყრიანპროფესიონალები, კომპანიები მუდმივ რეჟიმში ხვდებიან პოტენციურ პარტნიორებს.საქართველო „ProWeinDusseldorf“-ში 24-ედ მონაწილეობდა.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციაა. რაც შეეხება გერმანიას, ის  ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის გაყიდვები სტაბულურად მზარდია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში, ლევან მეხუზლამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა მარკეტინგული კომპანიის და მედიაჰოლდინგის წარმომადგენლებთან, ასევე, გამოფენის „Prowein” დირექტორ პეტერ შმიტცთან.


გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გიორგი ტაბატაძე დაესწრო.

30-ე საიუბილეო „ProWeinDusseldorf“-ს, წელს მსოფლიოს 65 ქვეყნის 5400-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930