გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკუთარი მამის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

14-03-2024

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2023 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს, საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამასთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, უმწეო მდგომარეობაში მყოფს დანა რამდენჯერმე დაარტყა. დაზარალებული მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.   


დაკავებულს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,ე'' ,, კ'' და ,,პ'' ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის) წარედგინა.


გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.


თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

                                                                                                                                

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930