გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: თინა ბოკუჩავამ აღიარა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში

14-03-2024

მე ველოდი ამ აღიარებას და კარგია რომ გაკეთდა. დარწმუნებული ვარ მომავალშიც იქნება, რადგანაც მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც მათთვის ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თქმითაც, ოპოზიციის გაერთიანების მთავარი მიზანი არის "ბრიუსელს დავანახოთ, რომ არსებობს ალტერნატიული ძალა....".


ანჯაფარიძის თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია, რომ ამ არჩევნებზე ბრიუსელმა და ვაშინგტონმა დაუჭირონ მხარი და თუ ეს მოხდება, თავი ქუდში ექნებათ.

„SOS! დიდი აღიარება ოპოზიციის მხრიდან!. დღეს ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პირდაპირ ეთერში პირდაპირ აღიარა, რომ თურმე ოპოზიციის გაერთიანების მთავარი მიზანი ის ყოფილა, რომ ვციტირებ "ბრიუსელს დავანახოთ რომ არსებობს ალტერნატიული ძალა...."


ანუ, მათთვის მთავარია, რომ ამ არჩევნებზე ბრიუსელმა, და ვაშინგტონმა დაუჭირონ მხარი და თუ ეს მოხდება, რომ იტყვიან თავი ქუდში ექნებათ. დანარჩენს იმედია ხვდებით.


მე ველოდი ამ აღიარებას და კარგია რომ გაკეთდა. დარწმუნებული ვარ მომავალშიც იქნება, რადგანაც მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც მათთვის ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930