გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

15-03-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ნორვეგიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეეხო; აღინიშნა, რომ ნორვეგია საქართველოს  მეგობარი ქვეყანა და სანდო პარტნიორია. 


განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ხაზგასმით  აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერით განათლების  სფეროში განხორციელებული პროექტები, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.


მთავრობის მეთაურმა ბერგლიოტ ჰოვლანდს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930