15-03-2024
ამათ არ იციან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ისეთი უძირითადესი ატრიბუტები, როგორებიცაა: საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და სახელისუფლებო შტოები! ასეთებისათვის მთავარია უცხოეთიდან ვინ დაუქნევს ხელს და გადმოუგდებს გრანტს! ასეთი უსამშობლოები მართლა არ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ხუთი მოსამართლის მიერ "ვეტინგის" სისტემის მხარდაჭერას.
ექსპერტის თქმით, "ვეტინგის" მხარდამჭერი მოსამართლეებისთვის უცხოა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქართული სამართალი.
„ქვემოთ ჩამოთვლილი ეს სამოხელეო თანამდებობაზე მყოფი ადამიანები, წინააღმდეგნი არიან დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს სახელმწიფოს!
ესენია:
მე არ ვიცი, როგორ არჩევენ ესენი საქმეებს!
მე არ ვიცი, როგორი სამართლიანი განაჩენები გამოაქვთ!
მე არ ვიცი, ამ ქართული სახელმწიფოს მოსამართლეებად წოდებულებმა თუ იციან ვინ იყვნენ: ფარნავაზი, ვახტანგი, დავითი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, პატარა კახი, ილია, კირიონი, მერაბი, ზვიადი, ჟიული, გიორგი ანწუხელიძე....
მაგრამ ერთი კი ნათლად დავინახე, რომ სამწუხაროდ ამ მოსამართლეებად წოდებულთათვის!
უცხოა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო!
უცხოა დამოუკიდებელი ქართული სამართალი!
უცხოა დამოუკიდებელი ქართული სასამართლო!
ამათ არ იციან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ისეთი უძირითადესი ატრიბუტები, როგორებიცაა:
საკანონმდებლო!
აღმასრულებელი!
სასამართლო!
სახელისუფლებო შტოები!
ასეთებისათვის მთავარია უცხოეთიდან ვინ დაუქნევს ხელს და გადმოუგდებს გრანტს!
ასეთი უსამშობლოები მართლა არ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში!
ასეთების მხრებზე მართლა უნდა იწვოდეს და კიდევაც იწვის(თუ მიხვდებიან!!!!) დამოუკიდებელი, სუვერენული ქართული სასამართლოს მანტია!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.