გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ნასარიძე სოფლის მეურნეობის დარგის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს და სპეციალისტებს შეხვდა

15-03-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ქვეყანაში ხორბლის წარმოების განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშემწყობი ღონისძიებების განხილვის მიზნით, სოფლის მეურნეობის დარგის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს და სპეციალისტებს შეხვდა.


შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.


მინისტრის მოადგილემ ყურადღება ხორბლის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობაზე გაამახვილა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებით ქვეყნისთვის ხორბლის ხარისხის და მოსავლიანობის  მაჩვენებლის ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ხორბლის წარმოების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ეფექტიანი სამოქმედო გეგმის მომზადებას, რაც ხარისხიანი ხორბლის წარმოების ზრდას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,-განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში სათესლე მეურნეობების განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრასსოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930