17-03-2024
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში, ლევილს ესტუმრა.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ლევილის ქართველ მამულიშვილთა პანთეონში დაკრძალულ ქართველ მოღვაწეთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ლევილის ქართულ მამულში მიმდინარე აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.