გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოსამართლე ლევან თევზაძე: ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა ადეიშვილის პირველმა მოადგილემ წოწორიამ და მისი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

17-03-2024

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ე.წ. ვეტინგის საფრთხეებზე და აღნიშნული სისტემის მომხრე 9 მოსამართლის არაკოლეგიალურობაზეა საუბარი.


როგორც თევზაძე წერს, უკრაინაში, ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას მიერ "ვეტინგის" სისტემით არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.


"ერთსაც მივამატებდი, ე.წ. ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა ნონა წოწორიამ, ზურაბ ადეიშვილის პირველმა მოადგილემ, არ გეჩვენებათ, მან ჩაატარა და ძალიან მალევე მათი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე (რამდენიმე მილიონის) დააკავეს" - წერს ლევან თევზაძე.


ცნობისთვის, 2023 წლის მაისში, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი 2.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930