გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მაღრაძე: არავინ ეკითხება არახამიას, საქართველო ვისთან აღადგენს ფრენებს,¬ როდის და რატომ

18-03-2024

მორალზე შეიძლება ისაუბროს ექვთიმე ათონელმა, იოანე დამასკელმა, არახამიას მორალზე საუბარი ცოტა ღიმილის მომგვრელია. არავინ ეკითხება არახამიას, საქართველო ვისთან აღადგენს ფრენებს,­ როდის და რატომ. ესენი ჩვეულებრივი პროექტის მოქალაქეები არიან, ამათთან მორალზე როგორ შეიძლება ლაპარაკი.


პროექტის მოქალაქის მორალი მხოლოდ პროექტია - აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.


კითხვაზე - რაში სჭირდება უკრაინას ადეიშვილი? საერთოდ რატომ უღირს ეს ადამიანები თბილისის გადამტერებად ან ურთიერთობის არევად?მაღრაძე პასუხობს:


„საქართველო არასოდეს უკრაინის მტერი არ გახდება, თუ რატომ, ამას უკრაინის ხელისუფლება ვერ გაიგებს... უკრაინას არც ადეიშვილი სჭირდება, არც არახამია და არც სხვა ბევრი. ეს სჭირდება პროექტს. უკრაინა არის ქვეყანა და არა პროექტი. პროექტი არის მის ხელისუფლებაში მყოფი ხალხი, ხოლო უკრაინა არის შევჩენკო, დოვჟენკო, ფარაჯანოვის "Тени забытых предков", უკრაინა არის უკრაინული ხალხური სიმღერა.... კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728