გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე პარტია "ხალხის ძალის" დაფუძნებაზე: ქართული პოლიტიკა უნდა გავწმინდოთ დესტრუქციული, მაღალი რისკის შემცვლელი საქმიანობისაგან და გავხადოთ პოლიტიკური ველი უფრო მეტად სუფთა, საქმიანი და კონკურენტული

19-03-2024

„ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი იქნება მეტი სიმართლე, მეტი გამბედაობა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.


მისივე თქმით, სიმართლე, გამბედაობა და საზოგადოების ინფორმირებულობა ის პოლიტიკური ინსტრუმენტებია, რომელმაც ყველაზე მეტად გაამართლა.


„პრეზიდენტმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ამბობდა "არა და არასოდეს", დღეს უკვე შეარბილა დამოკიდებულება. ეჭვი არავის ეპარება, რომ პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებებში არ არის დამოუკიდებელი. მას უკვე მიაწოდეს სათქმელი და ამიტომაც უკვე გააკეთა დაშვება სააკაშვილის გათავისუფლებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი საპყრობილეში საფრთხის შემცველია, სწორედ მათი პატრონებისთვის.


ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროცესები რთულად არის, რისკები იმაზე მაღალია, ვიდრე ეს ვინმეს ჰგონია. ამიტომ სიფრთხილე კიდევ უფრო მეტად არის გასააქტიურებელი. სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ პარტიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება - გვინდა გვქონდეს მეტი ბერკეტი პოლიტიკაში. პოლიტიკურ პარტიას რა თქმა უნდა, უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს და სწორედ ამ შესაძლებლობისთვის დავაფუძნეთ დღეს პარტია. რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი იქნება მეტი სიმართლე, მეტი გამბედაობა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა. ამ ინსტრუმენტებმა გაამართლა ისე, როგორც სხვა არაფერს გაუმართლებია. ქვეყანაზე შემოტევის პროცესი იმდენად მასშტაბური იყო და იმდენად დიდი იყო ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალების მობილიზება ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რომ საზოგადოების ჩართულობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ეს რისკები თავიდან აგვეცილებინა. ჩვენი საქმიანობა და შესაბამისად, გარკვეული პროცესები იმდენად უნდა გავააქტიუროთ, რომ ქართული პოლიტიკა უნდა გავწმინდოთ დესტრუქციული, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობისაგან და გავხადოთ პოლიტიკური ველი უფრო მეტად სუფთა, საქმიანი და კონკურენტული, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930