გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე - რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას

19-03-2024

ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 


პრემიერის თქმით, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ იენს  სტოლტენბერგთან. 
 
„გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან. შემდეგ ვახშმის რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს პარტნიორობას. ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვეცდებით, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ ბატონ სტოლტენბერგთან", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728