19-03-2024
დაიხურა საბოლოოდ ე.წ. "ვეტინგის" თემა, რომელმაც ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, რომ სასამართლოში მოკალათებული "ცალ ფეხზე მდგომთა" კლანი გამოაჭენა, უფრო სწორად თავად გამოიჭენეს თავი, რადგანაც ასეთი ინსტრუქცია მიიღეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის, ეს არის შეუსაბამო არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან".
ანჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეების სინქრონული და ხმაშეწყობილი გამოხდომა ქვეყნის კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისივე თქმით, დაიძლევა პრეზიდენტის ვეტოც, რაც ცესკოს მისცემს შესაძლებლობას, ნორმალურ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა.
"დაიხურა საბოლოოდ ე.წ. "ვეტინგის" თემა, რომელმაც ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, რომ სასამართლოში მოკალათებული "ცალ ფეხზე მდგომთა" კლანი გამოაჭენა, უფრო სწორად თავად გამოიჭენეს თავი, რადგანაც ასეთი ინსტრუქცია მიიღეს. სხვას რას უნდა მივაწეროთ ამ "ათეულის" ასეთი სინქრონული და ხმაშეწყობილი გამოხდომა, თან ქვეყნის კონსტიტუციის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მე მგონი ამის მერე მათ ტანზე მოსამართლის მანტია უნდა იწვოდეს და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამაზე რეაგირება.
დაიძლევა ლეგიტიმაცია დაკარგული "პრეზიდენტის" ვეტო და დასრულდება თავსმოხვეული და ევროპაში ანალოგის არმქონე პრაქტიკა ცესკოში, რომელსაც ბოლოსდაბოლოს შეეძლება ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა" - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.