გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი "ენჯეოების" საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა, რაც საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება

19-03-2024

ქართველი ხალხს უმადურობას ვერასდროს დააბრალებ. თუმცა, ვერანაირი კოლოსალური შემწეობაც კი, ვერ აიძულებს ნამდვილ პატრიოტს გადადგას სამშობლოს საწინააღმდეგო ნაბიჯი, ხოლო მოთხოვნებით დახმარების გაწევა მეგობრობა კი არაა, არამედ ცბიერი და ვერაგული მოსყიდვა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, "ხალხის ძალა" ჯერ კიდევ 2022 წელს საუბრობდა აშშ-დან მიღებული დახმარების კრიტერიუმებზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, არა 6 მილიარდზე მეტი, არამედ 4.5 მილიარდი იყო. აბაშიძის თქმით, ბოლო წლებში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი "ენჯეოებზე", არსებითად კი, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც საქართველოს დახმარებად ვერ ჩაითვლება.


"ჩემი გუშინდელი FB-სტატუსის გაგრძელებად დავწერ დაყვედრებულ ამერიკულ დახმარებაზე.


ქართველი ხალხს უმადურობას ვერასდროს დააბრალებ. თუმცა, ვერანაირი კოლოსალური შემწეობაც კი, ვერ აიძულებს ნამდვილ პატრიოტს გადადგას სამშობლოს საწინააღმდეგო ნაბიჯი, ხოლო მოთხოვნებით დახმარების გაწევა მეგობრობა კი არაა, არამედ ცბიერი და ვერაგული მოსყიდვა.

რაც შეეხება მუსირებულ თემას ექვსმილიარდიან დახმარებაზე. ჯერ კიდევ 2022 წლის 19 სექტემბერს, "ხალხის ძალამ" გვამცნო აშშ-დან მიღებული დაფინანსების კონტურებზე. კერძოდ:


-30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, კელი დეგნანის ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა;


-2013-2021 წლებში, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამერიკულმა დაფინანსებამ მხოლოდ 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 200 მილიონზე მეტი 2008 წლის ომის მძიმე შედეგების ნაწილობრივი ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური დაფინანსების ნარჩენი თანხა იყო.


-სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება 2,23 მილიარდი დოლარით, ანუ ორჯერ მეტი თანხით დააფინანსა. აქედან, ყველაზე დიდი თანხები 2006 წელს (411 მილიონი) და 2009 წელს (625 მილიონი) იქნა გამოყოფილი;

-ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი "ენჯეოების" საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ "ენჯეოებზე", ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება.


ჩემი მოსაზრებით, არ აქვს მნიშვნელობა დახმარების ოდენობას, მაგრამ თუ უანგარო ხარ, ნუ მაყვედრი, ნუ მაიძულებ უკადრებელი ვიკადრო და თუ ამ დახმარების საბურველით მეც მებრძვი, მაშინ რა მეგობრობაზეა საუბარი?..


P.S. შეხსენება მავანთათვის, ვერანაირად ვიქნები ანტიდასავლელი, თუმცა ვამხელ და ვებრძვი ფსევდოლიბერალებს, რომლებსაც "გადაფხეკის" გარეშეც ეტყობათ ნეობოლშევიკური სამარცხვინო სიმპტომები" - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930