20-03-2024
აშშ-ს საელჩოს თითქოსდა ვიღაც თანამშრომელი, რომელსაც არავითარ დიპლომატიური რანგი არ გააჩნია და ჩვეულებრივი დაქირავებულია, რაღაც პოლიტიკური ხასიათის განცხადებას აკეთებს, განცხადებასაც გააჩნია „მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს!“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, გიორგი ბურჯანაძემ სახალხო დამცველის მოადგილედ მუშაობისას, საზოგადოებას თავი უცხოელების წინაშე ცალ ფეხზე ხტუნვის მონური სურვილით დაამახსოვრა.
“ეს უკვე ძალიან სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს ! აშშ-ს საელჩოს თითქოსდა ვიღაც თანამშრომელი, რომელსაც არავითარი დიპლომატიური რანგი არ გააჩნია და ჩვეულებრივი დაქირავებულია, რაღაც პოლიტიკური ხასიათის განცხადებას აკეთებს, განცხადებასაც გააჩნია „მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს!“ ერთი შეხედვით ყველა მოქალაქეს აქვს უფლება თვისი(!) აზრი გამოთქვას, მეორე მხრივ კი აქ ცოტა არ იყოს და სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის, უფრო სწორედ სააკაშვილის დამცველის ნინო ლომჯარიას ყოფილ მოადგილე გახლავთ, რომელმაც თავი უცხოელების წინაშე ცალ ფეხზე ხტუნვის მონური სურვილით დაგვამახსოვრა!
როგორც ჩანს გიორგი ბურჯანაძეს, დამსახურება (იმედია ვინმე არ იკითხავს რა დამსახურება აქვსო!) დაუფასეს და აშშ-ს საელჩოში გამოუნახეს თბილი ადგილი, შესაბამისად მაღალი ანაზღაურებით, ოღონდ კლერკად. ცხადია დიპლომატიურ თანამდებობაზე მას არავინ დაასაქმებდა, მიუხედავად მონური სულისკვეთებისა ის არ გახლავთ ამერიკის მოქალაქე, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით (მომავალში ალბათ ფიქრობს ამაზე-რაღაცას მოიფიქრებს ან პოლიტიკურ დევნას ან სულაც ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო შევიწროებას, მოკლედ რამეს მოიფიქრებს). საელჩოში მომუშავე კლერკს პოლიტიკური ხასიათის განცხადების გაკეთება წესით აკრძალული უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მას ეს განცხადება დაავალეს და შემდგომშიც გარკვეული სახის მხარდაჭერასაც დაჰპირდნენ. შეჯამებისთვის კი აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ასეთ ცალ ფეხზე მოხტუნავეს გამბედაობას დაუსჯელების აღქმა აძლევს, თორემ რეალურად არც ისე ბრიყვია. სამწუხაროდ, არ დასჯილან და პასუხი არავის არ მოუთხოვია, საქართველოში არეულობის მოწყობის და მცდელობის ორგანიზატორებისათვის, კრიმინალ სააკაშვილზე მომაკვდავისა თუ ნაწამების დიაგნოზის დამწერებისთვის (მეტი თაღლითობა რა არის ნეტავ?), ტექნიკური მთავრობის მომთხოვნი ჟურნალისტებისა თუ არასამთავროებისათვის, ანტი სახელისუფლებო აქციებზე სტუდენტების ორგანიზებულად გამომყვანი რექტორებისთვის, სახელმწიფო უწყებებში და სამინისტროებში ჯერ კიდევ კარგადა მოკალათებულ ნაც-რადიკალებისა თუ მათი გულმხურვალე მხარდამჭერებისათვის. გამოსავალი მარტივია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს სუვერენიტეტის, მშვიდობის მოწინააღმდეგეების, ომის პროპაგანდისტების, ისტორიის, კულტურის, ტრადიციული რელიგიების მოძულეებისა, ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგეებისა და სხვა სახის მავნებლებისგან ქართული პოლიტიკის, საჯარო სამსახურებისა და უმაღლესი სასწავლებლების გაწმენდა, ცხადია კანონის ფარგლებში! კოლექტიურმა ბურჯანაძეებმა ცალ ფეხზე შეიძლება მაინც იხტუნონ, ოღონდ ჩუმად, მაგრამ ვინმეს კეთილსინდისიერების გადამოწმების მოთხოვნას ნამდვილად ვეღარ გაბედავენ!” - წერს ნიკოლეიშვილი.