20-03-2024
იცნობდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეებს!!! ესენი არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, რომლებსაც დავალება აქვთ მიღებული იმუშაონ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაშაძემ, წითლიძემ, კორძაიამ და ბოტკოველმა მხარი არ დაუჭირეს ევრონესტში "ქართული ოცნების" რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.
ფოჩხუას თქმით, ოპოზიციის სიტყვები თუ როგორი მედასავლეთეები არიან, ფუჭია და საქმით სულ სხვაგვარად მოქმედებენ.
„იცნობდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეებს!!!
ესენი არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, რომლებსაც დავალება აქვთ მიღებული იმუშაონ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. სიტყვების ბრახა-ბრუხი თუ როგორი მედასავლეთეები არიან, ფუჭია, საქმით სულ სხვაგვარად მოქმედებენ. არავის ეგონოს, რომ მხოლოდ ესენი არიან მარტო, ყველა, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. უკვე ყველაფერი ხელის გულზე დევს, ქართველმა ხალხმა ამ ნაძირალებს უნდა გასცეს საკადრისი პასუხი“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.