გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

20-03-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში, 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში, მოქალაქესლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო 15 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი.

 

ასევე ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის, 2,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მელუშეეთში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებულიცირკული ტიპის სახერხი დანადგარი. ტერიტორიიდან ამოღებულია 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის დახერხილი ხე-მასალა.

 

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნეს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031