გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციონერები რომ ნახოთ, არცერთი იკადრებს იმას, რაც თქვენ იკადრეთ

22-03-2024

„თქვენ რომ ეკონომიკა და ადამიანების კეთილდღეობა გადარდებდეთ, იმას არ იკადრებდით, რაც გააკეთეთ. ორი დღის წინ, პრაქტიკულად დაბლოკეთ ევრონესტში რეზოლუციის ინიციირება, რომლითაც საქართველოს მეტი მხარდაჭერა უნდა მიეღო ევროინტეგრაციისთვის“,- ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას წარსულ ქმედებებს ახსენებს და აცხადებს, რომ მათ მორალური უფლება არ აქვთ ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრონ, რადგან სწორედ მათ გაწირეს ხალხი უიმედობისთვის და ემიგრაციისთვის.


„ემიგრაციაზე რომ ლაპარაკობთ, რა გააკეთეთ?- არჩევნების მერე პარლამენტს საბოტაჟი გამოუცხადეთ, როცა პანდემიის კრიზისი იყო და ყველაზე მეტად სჭირდებოდა [ქვეყანას] ფუნქციური ინსტიტუტები. თქვენ, „ფარა“-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ფულს იხდიდით საქართველოს გაშავებაში. თქვენ აკეთებდით იმას, რომ უფრო მეტ ადამიანში ჩაგენერგათ იმედგაცრუება და უფრო მეტი მოგეტყუებინათ, რომ არ უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში. რომ არ უნდა ჩადონ აქ ინვესტორებმა ფული. ამას რომ აფინანსებდით, თქვენ დღეს რა მორალური უფლება გაქვთ, ემიგრანტების პრობლემებზე და მათ ტკივილზე ილაპარაკოთ.


თქვენ აწყობდით არეულობებს. თქვენ დაესხით თავს ცესკოს, პარლამენტს და კიდევ ბევრ არეულობას გეგმავდით შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ არ ჩაეტარებინა ზედმიწევნით, კანონიერად ის ღონისძიებები, რასაც თქვენ აგრესიული თავდასხმის და ძალადობრივი პროტესტის დროს იმსახურებდით, მაგრამ ქუჩის ძალადობებს ხომ მოჰყვა ეკონომიკური ზიანი ჩვენი ქვეყნის?! ადამიანებმა ხომ დაინახეს, რომ არის რაღაც პოლიტიკური ბანაკი, ვინც ამ ქვეყნის არევით არის დაკავებული. თქვენი აზრით, რა გადაწყვეტილებები მიიღეს ინვესტორებმა, რომლებმაც თქვენი დაფინანსებული დეზინფორმაცია ნახეს საერთაშორისო არხებზე?!თქვენ გყოფნით სინდისი და ემიგრაციაზე გველაპარაკებით. თქვენ გაწირეთ ხალხი უიმედობისთვის და ემიგრაციისთვის და ახლაც, ხართ ის ოპოზიცია, ვინც ღირსეული, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციონერები რომ ნახოთ, არცერთი იკადრებს იმას, რაც თქვენ იკადრეთ. ყველა ოპონირებს სახლში, მაგრამ გარეთ რომ გადიან, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად დგანან. თქვენ ეგეც არ გაქვთ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. გარეთაც თქვენი ქვეყნის და თქვენი ხალხის ოპოზიციაში ხართ და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია თქვენს თავს“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930