გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: გილბერტ ბეიკერს რა ვუთხარი, ამ ფერებში რომ გააფერადა ცოდვა და ცისარტყელას ფერები ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერთა "ღირსების" დროშად გიქციათ

25-03-2024

„ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, სოციალურ ქსელში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების გამოხმაურებებს აფასებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ცისარტყელის ფოტო, სადაც მომხმარებლები მამუკა მდინარაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართავენ: „მოდ, ავკრძალოთ“, „მამუკამ კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში” და სხვა.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, ცისარტყელა - ატმოსფერული, ოპტიკური და მეტეოროლოგიური მოვლენაა, რომელიც ხშირად წვიმის შემდეგ ჩნდება და ამაში გასაოცარი არაფერია.

 

„ცისარტყელა - ატმოსფერული, ოპტიკური და მეტეოროლოგიური მოვლენაა, რომელიც ხშირად წვიმის შემდეგ ჩნდება და ამაში გასაოცარი არაფერია. გილბერტ ბეიკერს რა ვუთხარი, ამ ფერებში რომ გააფერადა ცოდვა და ცისარტყელას ფერები ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერთა და კიდევ + - თა „ღირსების" დროშად გიქციათ. აგერ ბატონო, ჩვენთან, ძალიან ბნელ ადამიანებთან შედარებით, ეს ძალიან ნათელნი, ნიშანს ზეცაში ეძებენ. გამოწვევა - #გააცისარტყელეს უგზავნიან თითქოს ერთმანეთს. ზოგი ჭირი მარგებელია, კარგია - ერთხელ მაინც ახედეს ზეცას”- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930