გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
28 მარტს სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით მეტავერსში Global Matchup გაიმართება

27-03-2024

28 მარტს სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით, მეტავერსში - კერძოდ დეცენტრალენდში კიდევ ერთი ვირტუალური ღონისძიება -  Global Matchup გაიმართება. ღონისძიების მიზანია იმერსიულ სამყაროში შეკრიბოს ტექ ენთუზიასტები, შექმნას საუკეთესო მეტავერს ღონისძიების გამოცდილება, ააშენოს ერთგვარი ხიდები ინვესტორებსა და ანტრეპრენერებს შორის, გააჩინოს სტარტაპების ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს ეკოსისტემის გაძლიერებას.

 

ღონისძიებას სულ 200-მდე ადამიანი დაესწრება. მათ შორისტექნოლოგიით დაინტერესებული პირები, ანტრეპრენერები, ინვესტორები და სტარტაპ საზოგადოების წარმომადგენლები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან.

 

ღონისძიებაზე ინვესტორებს თავიანთ პროექტებს გააცნობენ შემდეგი სტარტაპები:

- Formahealthy - AI and Health 🇬🇪

- Helio-ai - AI and HR 🇬🇪

- AgorApp - Web3 🇬🇧

- 3vo - WEb3 🇵🇦

 

ხოლო სპიკერების ადგილს დაიკავებენ:

- Israel Pons, President of VC and Angel Investment 🇲🇽🇬🇧

- Mariam Sharangia, Project Manager at Meta 🇬🇪🇬🇧

- Marcel Dridje, Startup Ecosystem Advisor 🇶🇦🇫🇷

 

გარდა მოწვეული სტუმრებისა, ღონისძიებაზე დასწრების საშუალება აქვს რეგისტრაცია გავლილ ტექ ენთუზიასტების შეზღუდულ რაოდენობას. ღონისძიებაზედასასწრებად დარეგისტრირდითაქ👈

 

Arrivalპირველი სტარტაპია საქართველოში, რომელმაც მეტავერსში ივენთი ჩაატარა. ამჟამად ის მუშაობს პროდუქტზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რამდენიმე წამში დააგენერირებს 3დ ვირტუალურ მოდელებსა და სივრცეებს. ასევე სტარტაპი აგრძელებს ღონისძიებების მოწყობას იმერსიულ სამყაროში და წვლილი შეაქვს სფეროსადმი ცნობიერების ამაღლებაში, იკვლევს მომხმარებლის საჭიროებებს და ხელს უწყობს საქართველოში სტარტაპ ეკოსისიტემის გაძლიერებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031