გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: ე.წ. ვეტინგი ჯერ სტრასბურგის სასამართლოში რომ დაგეტესტათ, არა?! იქნებ ასე მაინც დაიქვემდებაროთ ევროპის მიუკერძოებელი სასამართლო, თორემ გაგაშიშვლათ ყველა ერთად და სირცხვილია!

28-03-2024

„რა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, გვარამიას საქმე განხილვაშიც რომ არ დატოვა?! პირველი - გვარამიას საქმის მოსამართლე ჩხიკვაძემ მაღალი კვალიფიკაციითა და ჭეშმარიტი გარემოებების შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება და მეორე - გვარამია არის კრიმინალი", - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამერიკის ყოფილი ელჩი და ევროკავშირის ელჩი, დიპლომატები, საერთაშორისო აქტორები, ქართული და უცხოური არასამთავრობოები მიზანმიმართულად ეწეოდნენ პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსინუაციას, რაც გვარამიას გმირად და პოლიტდევნილად გასაღებაში გამოიხატებოდა, ზურაბიშვილს კი ჯიბის თოჯინასავით მოექცნენ და უაპელაციოდ შეაწყალებინეს კრიმინალი.


„რა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, გვარამიას საქმე განხილვაშიც რომ არ დატოვა?!


პირველი - გვარამიას საქმის მოსამართლე ჩხიკვაძემ მაღალი კვალიფიკაციითა და ჭეშმარიტი გარემოებების შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.

და მეორე - გვარამია არის კრიმინალი.


ფაქტობრივად, ევროპულმა სასამართლომ თავი ახადა პანდორას ყუთს და ნათელი მოჰფინა იმ შეთქმულებას, რაც ქართული მართლმსაჯულების წინაშე ხორციელდებოდა.


ამერიკის ყოფილი და ევროკავშირის ელჩი, დიპლომატები, საერთაშორისო აქტორები, ქართული და უცხოური არასამთავრობოები მიზანმიმართულად ეწეოდნენ პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსინუაციას, რაც გვარამიას გმირად და პოლიტდევნილად გასაღებაში გამოიხატებოდა.


ზურაბიშვილს კი ჯიბის თოჯინასავით მოექცნენ და უაპელაციოდ შეაწყალებინეს კრიმინალი.


ამერიკის ყოფილმა ელჩმა ისიც იკადრა, რომ საქმის მოსამართლე ჩხიკვაძეს პასუხი მოსთხოვა გადაწყვეტილების გამო და შესაბამისად, ამერიკაში ვიზიტიც კი აუკრძალა!


რა დონის უტიფრობა და თავნებობაა, რომ დღეს კვლავ აგრძელებენ ზემოხსენებული აქტორები იმავეს და ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას ცდილობენ?!


P.S. ისე, ერთი შეთავაზება მექნება ზემოხსენებულ აქტორებთან - ე.წ. ვეტინგი ჯერ სტრასბურგის სასამართლოში რომ დაგეტესტათ, არა?!

იქნებ ასე მაინც დაიქვემდებაროთ ევროპის მიუკერძოებელი სასამართლო, თორემ გაგაშიშვლათ ყველა ერთად და სირცხვილია!

ქართველი ხალხისთვის კი თქვენი რეპუტაცია ნულს ქვემოთაა!“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930