გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე ირაკლი ღარიბაშვილისა და ჭოუ ციენის შეხვედრაზე: მოკლე დროში სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა სიკეთეების ორმხრივად მინიჭების გარდა, ვითარდება მრავალმხრივი თანამშრომლობა

30-03-2024

გრძელდება ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის ხშირი შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, რომ მხარეები საუბრობენ რეალური სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ რეალურ გაღრმავებაზე და არა "მასწავლებლისა" და "მოსწავლის" უმსგავსო დონის ფორმატში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

აბაშიძის თქმით, საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა მზარდია და ამის მაგალითია ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენაში The 108th China Food & Drinks Fair, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანიის მონაწილეობა.

 

„გრძელდება ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის ხშირი შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, რომ მხარეები საუბრობენ რეალური სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ რეალურ გაღრმავებაზე და არა "მასწავლებლისა" და "მოსწავლის" უმსგავსო დონის ფორმატში. მოკლე დროში სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა სიკეთეების ორმხრივად მინიჭების გარდა, ვითარდება მრავალმხრივი თანამშრომლობა.

 

მაგალითად, თუნდაც ერთი კვირის წინ, ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა The 108th China Food & Drinks Fair გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანია მონაწილეობდა. ამგვარი მაგალითები კი თვეში რამდენიმეა და თანამშრომლობა მზარდია“, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930