30-03-2024
სასამართლოს რომ აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობა, ეს ხომ ცალკე ანომალიაა, მაგრამ ამაზე ბევრად სამარცხვინო ფაქტია, როდესაც დღევანდელ სასამართლოს ნეგატიურად აფასებენ ის „ენჯეოები“ და ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც შენიშვნაც კი არ გამოუხატავთ იმ სასამართლოს მიმართ, სადაც მოქალაქის გამამართლებელი გადაწყვეტილება უბრალოდ არ არსებობდა და სასამართლოს ჰქონდა ნოტარიუსთან პალატის ფუნქცია.., - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა.
ლატარია აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა იდეალური სასამართლო არ გვაქვს, მაგრამ სასამართლო რომ გახდა დამოუკიდებელ სტრუქტურა და დღითიდღე იხვეწება, ეს არის ფაქტი და თუ ეს ფაქტი ვინმეს არ სიამოვნებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი პრობლემაა და არა ჩვენი ქვეყნის.
„ყველანი ხომ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში? ყველას გვყავს ნაცნობი, ახლობელი, ნათესავი და ა.შ ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება სასამართლოსთან და დავიჯერო ობიექტურობის შეგრძნება ბოლომდე გაგიქრათ? წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა ადამიანი, (უბრალოდ არ არსებობდა) რომელიც მოუგებდა სასამართლოს, სახელმწიფოს რომელიმე ორგანოს და დღეს, ჩვეულებრივი მოვლენაა მოქალაქემ მოუგოს შსს-ს, ფინანსურ პოლიციას, თავდაცვის სამინისტროს და ა.შ.. ეს ყველაფერი სასამართლოს დამსახურებაა და ამას თუ ვერ ხედავს ვინმე, ეს იმას ნიშნავს რომ უბრალოდ დანახვა არ სურს...
სასამართლოს რომ აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობა, ეს ხომ ცალკე ანომალიაა, მაგრამ ამაზე ბევრად სამარცხვინო ფაქტია, როდესაც დღევანდელ სასამართლოს ნეგატიურად აფასებენ ის ენ-ჯე-ოები და ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც შენიშვნაც კი არ გამოუხატავთ იმ სასამართლოს მიმართ, სადაც მოქალაქის გამამართლებელი გადაწყვეტილება უბრალოდ არ არსებობდა და სასამართლოს ჰქონდა ნოტარიუსთან პალატის ფუნქცია..
რა თქმა უნდა იდეალური სასამართლო არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ სასამართლო რომ გახდა დამოუკიდებელ სტრუქტურა და დღითიდღე იხვეწება, ეს არის ფაქტი და თუ ეს ფაქტი ვინმეს არ სიამოვნებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი პრობლემაა და არა ჩვენი ქვეყნის ..“- წერს ლატარია სოციალურ ქსელში.