გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები აჭარის რეგიონში ცნობილია

31-03-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები აჭარის რეგიონში გამოვლინდნენ.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.


„Foodly - მომხმარებლებისთვის ინფორმირებულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული რეზერვაციის სისტემის შეთავაზება.


Best Fare Pal - ციფრული პლატფორმა აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს (სატრანსპორტო საშუალების შეძენის მსურველს) საშუალება ექნება ერთი განაცხადის პრინციპით მიიღოს რამდენიმე სატრანსპორტო პროვაიდერისგან შეთავაზება და აირჩიოს საუკეთესო.


FormPerfect - ტექნოლოგია უზრუნველყოფს რეალურ დროში უკუკავშირს, რაც დაეხმარება მომხმარებლებს შეინარჩუნონ სწორი ფორმა, გაზარდონ მათი ვარჯიშის ეფექტურობა და შეამცირონ ტრავმების რისკი.


Starooms - სტარტაპი მიზნად ისახავს, გააციფრულოს და გაამარტივოს ეზოთერული სერვისების მიწოდება აღმოსავლეთ ევროპისა და თურქეთის ბაზრებზე.

რენოვოტრექ - პროექტის მიზანია გააძლიეროს დაინტერესებული მხარეების სარემონტო ინდუსტრიაში შეუფერხებლად ინფორმაციის მიღება-გაცემა პლატფორმით, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ დროში ცნობებს, პროგრესის თვალყურის დევნებასა და შესრულების ინფორმაციას.


INFC - ციფრული ეკოსისტემის შექმნა, რომელიც საქართველოში არსებულ ბიზნესებს დაეხმარება არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის კომუნიკაციის გამარტივებასა და ჩართულობის გაზრდაში.


რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.


საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან უკვე გამოვლინდა 41 გამარჯვებული. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ gita.gov.ge-ზე. აჭარას, გურიასა და იმერეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 29 იანვრიდან შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები.


შერჩეულმა სტარტაპებმა გაიარეს ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. ტრენინგების გავლის შემდეგ, სტარტაპებმა პროექტები წარადგინეს კომისიის წინაშე, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით.


საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.


გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930